|
აკლასისი ტიპის სალაროს მომხმარებლის ინსტრუქცია:
სალარო აპარატის ჩასართავად კლავიატურის ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ ჩართვის წითელ ღილაკს [CLERK] (ასევე შეგიძლიათ ჩართოთ-გამორთოთ აპარატის უკანა მხარეს on-off-ის ღილაკით) სალაროს რეჟიმში შესასვლელად აკრიფეთ [1] [CLERK] [0001][CASH] დაიწერება 0,00 ყოველ მომდევნო დღეს ჩართვის შემდეგ აპარატი ავტომატურად გადადის 0,00 რეჟიმში და ამ პროცედურის გამეორება საჭირო აღარაა. სალაროს ქვითრის გამოსაწერად კლავიატურაზე ვკრეფთ თანხას შემდეგ სექცია და ჯამი მაგალითად 5 ლარის და 20 თეთრის გამოსაწერეად: [520] -თანხა [DP1]-სექცია [CASH]-ამობეჭდვა თუ გსურთ ერთ ქვითარში რამოდენიმე თანხის ჩაწერა თანხის შემდეგ ვაფიქსირებთ სექციით [DP1], შემდეგი თანხა ისევ სექცია ასე შემდეგ და ბოლოს [CASH] ჩეკში არასწორად შეყვანილი თანხის წაშლა ან ჩეკის ანულირება: არასწორად აკრეფილი თანხა იშლება C ღილაკით,თუ თანხა დავაფიქსირეთ სექციაში მაშინ ვაჭერთ ღილაკს A.VOID ვუთითებთ იმ სექციას სადაც დავაფიქსირეთ თანხა არასწორად, შემდეგ ვკრეფთ სწორ თანხას და ვაფიქსირებთ სექციით. თუ გვსურს ჩეკში ყველა თანხის ანულირება ვაჭერთ [SHIFT] და [A.VOID] –(ეს ყველაფერი შესაძლებელია ღილაკით [CASH] დაფიქსირებამდე) Z-ანგარიშის ამობეჭდვა ღილაკით [CLERK] ეკრანზე მოვძებნოთ Z რეჟიმი ამის შემდეგ ვაჭერთ ღილაკს [CASH] შეგვყავს Z-რეჟიმის პაროლი [9999] და ვაჭერთ ორჯერ ღილაკს [CASH] დაიბეჭდება Z-ანგარიში. შენიშვნა: 1.იმ შემთხვევაში თუ ეკრანზე დაიწერა [პრინტერი ქაღალდი არ არის 64]-ნიშნავს რომ აპარატში დამთავრდა საბეჭდი ლენტი. 2. იმ შემთხვევაში თუ ეკრანზე დაიწერა [24საათი x22Zx22 ანგარიში 31] -ნიშნავს რომ არ მომხდარა Z-ის დაფარვა 24 საათის განმაბლობაში-ჩაატარეთ დაფარვა! 3.იმ შემთხვევაში თუ აპარატი პერიოდულად გამოსცემს ხმოვან სიგნალს-ეს ნიშნავს რომ აკუმულიატორი დასამუხტია. ყურადღება სერვერთან კავშირის გაწყვეტის შემთხვევაში აპარატი დაიბლოკება 72 საათის შემდეგ. (კავშირის აღდგენის შემდეგ აპარატი ავტომატურად გადასცემს დაგროვილ მონაცემებს) თუ ეკრანზე დაიწერა მოლარე გამორთვა: ვიდეო ხოლო ლენტის ჩადებასთან დაკავშირებული პრობლემებისთვის უყურეთ: ვიდეო1
|